დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010070.18.011.016918 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/04/2020, 220010070.18.011.016453) დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სესხის გამცემ სუბიექტებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს – საკრედიტო კავშირებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს გადაეცემათ მხოლოდ მომხმარებლის იდენტიფიკატორი (username) და ერთჯერადი პაროლი (password).“. |
| მუხლი 2 |
„NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანების საფუძველზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან გაფორმებული ელექტრონული/ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესახებ ხელშეკრულებები შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები