“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბღზანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბღზანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 15/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.600
  • Word
411
04/05/2006
სსმ, 65, 15/05/2006
040.030.000.22.022.008.600
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბღზანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბღზანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.600

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №411

2006 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს ქვემოთ მოყვანილი სკოლები და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, №112, მუხლი 1233):

ა) რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

ა.ა) აფხაზეთის №20 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს აფხაზეთის №12 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ა.ბ) გულრიფშის რაიონის სოფ. საკენის საჯარო სკოლა, სოფ. ხუტიის საჯარო სკოლა, სოფ. გვანდრას საჯარო სკოლა, სოფ. ომარიშარის საჯარო სკოლა, სოფ. მარჯვენა გენწვიშის საჯარო სკოლა, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით საფეხურზე, მიუერთდნენ გულრიფშის რაიონის სოფ. გენწვიშის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე;

ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 1-ელ პუნქტად მითითებული სოფ. საკენის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, მე-2 პუნქტად მითითებული სოფ. ხუტიის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, მე-3 პუნქტად მითითებული სოფ. გვანდრას საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, მე-4 პუნქტად მითითებული სოფ. ომარიშარის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, მე-5 პუნქტად მითითებული სოფ. მარჯვენა გენწვიშის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, 28-ე პუნქტად მითითებული №20 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ბ) რეორგანიზებულ იქნეს სიღნაღის რაიონის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

ბ.ა) წნორის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს წნორის №3 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ.ბ) სოფ. მაშნაარის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. საქობოს საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სიღნაღის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტად მითითებული წნორის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მე-8 პუნქტად მითითებული სოფ. მაშნაარის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ) რეორგანიზებულ იქნეს სენაკის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში მე-17 პუნქტად მითითებული სოფ. მენჯის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და დაემატოს საშუალო საფეხური;

დ) რეორგანიზებულ იქნეს საჩხერის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში მე-5 პუნქტად მითითებული სოფ. ქვემო სისვაძეების საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და დაემატოს საშუალო საფეხური;

ე) რეორგანიზებულ იქნეს ბოლნისის რაიონის სოფ. ტალავერის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს სოფ. ტალავერის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. შესაბამისად, ბოლნისის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-11 პუნქტად მითითებული სოფ. ტალავერის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ვ) რეორგანიზებულ იქნეს საგარეჯოს რაიონის №5 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს საგარეჯოს რაიონის №4 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. შესაბამისად, საგარეჯოს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტად მითითებული №5 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ზ) რეორგანიზებულ იქნეს ლანჩხუთის რაიონის სოფ. მაჩხვარეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე და მიუერთდეს ქ. ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. შესაბამისად, ლანჩხუთის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 22-ე პუნქტად მითითებული სოფ. მაჩხვარეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე.

2. ამ ბრძანების 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებისთანავე.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია