დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024986 |
|
„სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2015, 300160070.10.003.018754) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამხედრო დანიშნულების, რადიოაქტიური და ფეთქებადი ნივთიერებებისა და მასალების წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის, პიროტექნიკური ნაწარმის შენახვის, სამთო საწარმოო, ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში საწარმოო (მათ შორის, ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებებისა და მასალების ტრანსპორტირება), სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების, ფსიქიატრიული, ფსიქონევროლოგიური და სპეციალიზებული დანიშნულების სამკურნალო დაწესებულებების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტების უფლებამოსილ ხელმძღვანელებს შეუძლიათ, დაადგინონ სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები (რომლებიც არ აქვეითებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს), მათი ექსპლუატაციის სპეციფიკის გათვალისწინებით.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. პიროტექნიკური შემადგენლობა – დეტონაციის უნარის არმქონე, წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში წვის პროდუქტებს (აეროზოლი, კვამლი) გარდაქმნის სითბურ, სინათლისა და მექანიკურ ენერგიად, სხვადასხვა სპეციალური ეფექტის (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური ეფექტები) შესაქმნელად.“; ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. პიროტექნიკური ნაწარმი – პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე ფიზიკური/ იურიდიული პირის მიერ და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლისა და კომბინირებული ეფექტების (მათ შორის, სასცენო ეფექტის) შესაქმნელად.“. 3. მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. პიროტექნიკური ნაწარმისა და ღია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეცეფექტების მოწყობისას ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ უნდა იყოს შემუშავებული და განხორციელებული ხანძრის თავიდან ასაცილებელი ზომები (მათ შორის, პიროტექნიკის გამოყენების შესაბამისი წესი, ხანძრის ჩაქრობის საშუალებების, პიროტექნიკური ნაწარმის განთავსებისა და საშიში ზონის სქემა, ხანძრის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების გეგმა).“. 4. მე-7 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სარდაფის, სხვენისა და ცოკოლის სართულებში ადვილაალებადი და წვადი სითხეების, დენთის, ფეთქებადი ნივთიერებების, პიროტექნიკური ნაწარმის, წვადი აირის ავზების, აეროზოლის პაკეტებში დაფასოებული საქონლისა და სხვა ხანძარფეთქებადსაშიშ ნივთიერებათა და მასალათა შენახვა-გამოყენება, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების სხვა ნორმატიული დოკუმენტებით;“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების (საღამოები, დისკოთეკები, საახალწლო, სპორტული, საკონცერტო, თეატრალური და სხვა წარმოდგენები) ჩატარებისას შენობა-ნაგებობებსა და სათავსებში ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, აკრძალულია: ა) პიროტექნიკური ნაწარმის, რკალური პროჟექტორებისა და სანთლების გამოყენება; ბ) ღონისძიებების ჩატარება სათავსებში, თუ ფანჯრების გასაშლელი გისოსები ჩაკეტილია; გ) ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება (ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული და ელექტროსაშემდუღებლო) სახანძრო ნაკვეთურის ფარგლებში, რომლებშიც ტარდება ღონისძიება.“. 5. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადვილაალებადი და წვადი სითხეები და წვადი აირები (მათ შორის, აირის ავზები, ლაქ-საღებავები, გამხსნელები), საბრძოლო მასალები, პიროტექნიკური ნაწარმი, ნივთიერებები აეროზოლურ შეფუთვებში და სხვა მაღალი სახანძრო საშიშროების საქონელი უნდა იყიდებოდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ სავაჭრო ობიექტებში.“; ბ) მე-9 − მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ვაზნები, გარდა სავაჭრო დარბაზში გასაყიდად გამოტანილი ვაზნებისა, უნდა ინახებოდეს ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრებით შემოსაზღვრულ სათავსებში დადგმულ ლითონის კარადებში. დაუშვებელია ამ კარადების განთავსება შენობების სარდაფების სათავსებში. აკრძალულია დენთის შენახვა კარადაში კაფსულებთან ან დატენილ ვაზნებთან ერთად. 10. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია სპეციალიზებულ მაღაზიებში, განყოფილებებში (სექციებში), პავილიონებსა და ჯიხურებში, სადაც ისინი დაცული იქნებიან პირდაპირი მზის სხივებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან. დასაშვებია მათი განლაგება ერთსართულიან შენობებში ან ორი და მეტი სართულის მქონე შენობების ბოლო სართულებზე. აღნიშნული განყოფილებების (სექციების) განლაგება უშუალოდ საევაკუაციო გასასვლელებთან აკრძალულია. 11. საცალო ვაჭრობის ობიექტებში პიროტექნიკური ნაწარმის შენახვისას დაცულ უნდა იქნეს მათი შენახვისა და გამოყენების მოთხოვნები. 12. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაცია აკრძალულია საცხოვრებელ შენობებში (გარდა ერთსართულიან შენობებში ან ორი და მეტი სართულის მქონე შენობების ბოლო სართულებზე), სადგურების შენობებში (საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო), რკინიგზის პლატფორმებზე, მეტროპოლიტენის სადგურების მიწისზედა ვესტიბიულებში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და სხვა ნაგებობებში განთავსებულ სავაჭრო ობიექტებზე, საერთო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებში, ხანძარსაშიში ობიექტების ტერიტორიაზე. 13. პიროტექნიკური პროდუქციის რეალიზაციისას თვითმომსახურების მაღაზიების სავაჭრო დარბაზებში უნდა იქნეს გამორიცხული პიროტექნიკურ ნაწარმთან მყიდველების უშუალო კონტაქტი. 14. პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენება აკრძალულია: ა) ნებისმიერი ფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, სათავსებში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ფეთქებადსაშიში და ხანძარსაშიში ობიექტების ტერიტორიებზე, რკინიგზის, ნავთობსადენების, გაზსადენების, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გასხვისების ზოლში; გ) შენობა-ნაგებობების სახურავებზე, აივნებზე, ლოჯიებსა და ფასადის გამოშვერილ ნაწილებზე; დ) სასცენო მოედნებზე საკონცერტო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარებისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე) მიტინგების, დემონსტრაციების, მსვლელობების, პიკეტირების დროს.“; გ) მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადვილაალებადი, წვადი სითხეებით, წვადი აირითა და პიროტექნიკური ნაწარმით მოვაჭრე განყოფილებების, სექციების განთავსება 4 მ-ზე ახლოს სავაჭრო დარბაზების გასასვლელებთან, კიბის უჯრედებსა და სხვა საევაკუაციო გზებთან;“. 6. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები პიროტექნიკური ნაწარმის საწყობებისათვის 1. პიროტექნიკური ნაწარმი უნდა ინახებოდეს ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში სასაწყობო შენობა-ნაგებობებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით. 2. პიროტექნიკური ნაწარმის საწყობებისა და ჩასატვირთ-გადმოსატვირთი ადგილების იატაკი უნდა იყოს უწვი მასალის და გამორიცხავდეს ნაპერწკალწარმოქმნას. 3. საწყობების შენობების (სათავსების) შიდა ხელოვნური განათებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ნაპერწკალუსაფრთხო ნათურები (სანათები). გამანაწილებელი ფარები, ამომრთველები და სხვა ელექტროტექნიკური მოწყობილობები უნდა იყოს ნაპერწკალუსაფრთხო. ისინი უნდა განთავსდეს საწყობის სათავსებს გარეთ. 4. სასაწყობო სათავსში პიროტექნიკური ნაწარმის შტაბელებად დაწყობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების მოწყობა. შტაბელები უნდა დაეწყოს ისე, რომ არ დაიშალოს და არ დაზიანდეს პროდუქციის შეფუთვა. 5. პიროტექნიკური ნაწარმის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები ერთდროულად სრულდება მხოლოდ ერთ ავტომობილზე. სხვა პიროტექნიკური ნაწარმით დატვირთული ავტომობილები უნდა იმყოფებოდეს არანაკლებ 20 მ-ის მანძილზე. 6. პიროტექნიკური ნაწარმის საწყობში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული ინსტრუქცია სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ და აბრა პიროტექნიკური ნაწარმის ნორმით დაშვებული რაოდენობის მითითებით.“. 7. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 45. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები პიროტექნიკური ნაწარმის ტრანსპორტირებისას 1. პიროტექნიკური ნაწარმის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებებით უნდა განხორციელდეს ამ სატრანსპორტო საშუალებებისათვის მოქმედი სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების მოთხოვნათა შესაბამისად და გადასაზიდ პროდუქციაზე ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების დაცვით. 2. პიროტექნიკური ნაწარმის გადატანისას და ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოების ჩატარების ადგილებზე აკრძალულია თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლის გამოყენება, აგრეთვე ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოების ჩატარება ავტომობილის ძრავის მუშაობის დროს. 3. პიროტექნიკური ნაწარმის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალება უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. პიროტექნიკური ნაწარმის დასაფიქსირებლად უნდა იქნეს გამოყენებული ნაპერწკალუსაფრთხო ინსტრუმენტები და დეტალები. 4. ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოების დროს აკრძალულია პიროტექნიკური ნაწარმის აწევა-გადატანის ზღვრულად დასაშვები მასის გადამეტება და ტვირთზე დატანილი ამკრძალავი და მარკირების ნიშნების მოთხოვნების დარღვევა. 5. ტრანსპორტირების დროს შეფუთვის დაზიანებისას, პიროტექნიკური ნაწარმის აალების თავიდან აცილების მიზნით, პროდუქცია დაზიანებული შეფუთვით უნდა იქნეს ამოღებული და ხელახლა შეფუთული ავტომობილიდან უსაფრთხო მანძილზე. დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია პიროტექნიკური ნაწარმით დატვირთული ავტომობილების გაჩერება და შეკეთება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები