დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.10.003.024983 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2022, 140070000.10.003.023520) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი (შემდგომ − წესი) ადგენს სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეებს, ვადებსა და პირობებს, საფასურის განაკვეთებსა და მათი გადახდის წესს. 2. სააგენტოს უფლება აქვს, შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გასცეს ყველა ის მონაცემი, რომელიც საჭიროა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საფასური − სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის ამ წესით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით; ბ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება; გ) სპეციალისტის კონსულტაცია − შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული კონსულტაცია; დ) შენობის ფართობი − შენობის ყველა სართულის ფართობთა ჯამი; ე) ობიექტი − ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალება), რომლისთვისაც დადგენილია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ან საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები. მუხლი 3. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურები 1. სახანძრო უსაფრთხოების ზომების ინსტრუქციის შემუშავება: ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი; ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი. 2. სახანძრო ტექნიკური შემოწმების ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება: ა) არაუმეტეს 500 მ2 ფართობის შემთხვევაში: ა.ა) 20 სამუშაო დღის ვადაში − 200 ლარი; ა.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ) 500 მ2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ა) 30 სამუშაო დღის ვადაში, საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.20 ლარი; ბ.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.40 ლარი. 3. საგანგებო მართვის გეგმის პროექტის მომზადების ორგანიზება: ა) 30 სამუშაო დღის ვადაში – 2 500 ლარი; ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 5 000 ლარი. 4. შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ იდენტიფიცირებული საფრთხეებისა და საგანგებო სიტუაციის რისკის ანალიზის მიხედვით განსაზღვრული პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის პროექტის მომზადების ორგანიზება: ა) 30 სამუშაო დღის ვადაში – 1 500 ლარი; ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 3 000 ლარი. 5. სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის კონსულტაცია – ერთი საათის განმავლობაში – 100 ლარი. 6. საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების საკითხებზე სპეციალისტის კონსულტაცია – ერთი საათის განმავლობაში – 100 ლარი. 7. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების (ტექნიკური პირობები) შემუშავება: ა) არაუმეტეს 500 მ2 ფართობის შემთხვევაში: ა.ა) 20 სამუშაო დღის ვადაში − 300 ლარი; ა.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 600 ლარი; ბ) 500 მ2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ა) 30 სამუშაო დღის ვადაში, საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.40 ლარი; ბ.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი. 8. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება: ა) არაუმეტეს 500 მ2 ფართობის შემთხვევაში: ა.ა) 20 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი; ა.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 600 ლარი; ბ) 500 მ2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ა) 30 სამუშაო დღის ვადაში, საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.40 ლარი; ბ.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი. 9. შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება: ა) არაუმეტეს 500 მ2 ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის: ა.ა) 15 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ა.ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში – 800 ლარი; ბ) 500 მ2-ზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის: ბ.ა) 30 სამუშაო დღის ვადაში, საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.40 ლარი; ბ.ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი. 10. სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება: ა) არაუმეტეს 500 მ2 ფართობის შემთხვევაში: ა.ა) 15 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ა.ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ) 500 მ2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ა) 30 სამუშაო დღის ვადაში, საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.40 ლარი; ბ.ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.80 ლარი. 11. ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით: ა) კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაცია (თითოეულ კვამლსაწინააღმდეგო ვენტილატორზე, მიუხედავად მისი აეროდინამიკური სქემისა): ა.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები: ბ.ა) არაუმეტეს 500 მ2 ფართობის შემთხვევაში: ბ.ა.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ბ.ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ.ბ) 500 მ2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ბ.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.20 ლარი; ბ.ბ.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.40 ლარი; გ) ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემა: გ.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; გ.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; დ) სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა: დ.ა) არაუმეტეს 500 მ2 ფართობის შემთხვევაში: დ.ა.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; დ.ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; დ.ბ) 500 მ2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: დ.ბ.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.20 ლარი; დ.ბ.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.40 ლარი; ე) შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა: ე.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ე.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ვ) გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა: ვ.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ვ.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი. 12. სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება – ერთი პირის სწავლების საფასური – 100 ლარი. 13. საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება – ერთი პირის სწავლების საფასური – 200 ლარი. 14. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში სპეციალური დანიშნულების ავტოტექნიკით სიმაღლეზე სამუშაოების წარმოება – ყოველ ერთ საათამდე დროის განმავლობაში – 100 ლარი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ ყოველ დამატებით კილომეტრზე – 3 ლარი. 15. შენობა-ნაგებობის საევაკუაციო გეგმის შემუშავება: ა) მომსახურების მიმღების მიერ სააგენტოსათვის დასაგეგმარებელი შენობის შესაბამის პროგრამაში შესრულებული სართულებრივი გეგმა-ნახაზის ელექტრონული ვერსიის წარდგენის შემთხვევაში: ა.ა) არაუმეტეს 1 000 მ2 ფართობის შენობა-ნაგებობისთვის: ა.ა.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ა.ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში − 400 ლარი; ა.ბ) 1000 მ2-ზე მეტი ფართობის შენობა-ნაგებობისათვის: ა.ბ.ა) 30 სამუშაო დღის ვადაში, საფასური − ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.20 ლარი; ა.ბ.ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.40 ლარი; ბ) სართულებრივი გეგმა-ნახაზის შესაბამის პროგრამაში შესრულებული ელექტრონული ვერსიის წარუდგენლობის შემთხვევაში: ბ.ა) არაუმეტეს 1000 მ2 ფართობის შენობა-ნაგებობისათვის: ბ.ა.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ.ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში − 800 ლარი; ბ.ბ) 1000 მ2-ზე მეტი ფართობის შენობა-ნაგებობისათვის: ბ.ბ.ა) 30 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.40 ლარი; ბ.ბ.ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი. 16. ცეცხლსაშიში სამუშაოების, მასობრივი, სანახაობრივი, სპორტული ან/და სხვა ღონისძიებების ჩატარების დროს, აგრეთვე ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას სახანძრო/სამაშველო, საავარიო-სამაშველო ტექნიკით ან/და ეკიპაჟით მომსახურება: ა) ყოველ ერთ საათამდე დროის განმავლობაში – 100 ლარი; ბ) 24 საათზე მეტი დროით – ყოველი დამატებითი საათისათვის – 50 ლარი. 17. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული, ბირთვული, ხანძარსაშიში ან/და ფეთქებადი ტვირთის გაცილება: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში, ერთი სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკითა და ეკიპაჟით – 500 ლარი; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ – ყოველ დამატებით კილომეტრზე – 7 ლარი. 18. წყალზე მასობრივი, სანახაობრივი, სპორტული და სხვა ღონისძიებების ან სამუშაოების ჩატარების დროს, აგრეთვე ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას თითოეული მცურავი საშუალებით (ტექნიკით) მომსახურება მაშველებთან ერთად: ა) ყოველ ერთ საათამდე დროის განმავლობაში – 200 ლარი; ბ) 24 საათზე მეტი დროით – ყოველი დამატებითი საათისათვის – 100 ლარი. 19. ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება – 300 ლარი. 20. ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოყენებით – 1 300 ლარი. 21. სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების სწავლება – ერთი პირის სწავლების საფასური – 2 000 ლარი. 22. სამთო-სამაშველო (მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო) სამუშაოების ჩატარების სწავლება – ერთი პირის სწავლების საფასური – 2 700 ლარი. 23. სასიმაღლო სამაშველო სამუშაოების ჩატარების სწავლება – ერთი პირის სწავლების საფასური – 2 500 ლარი. 24. წყალზე მაშველის სწავლება – ერთი პირის სწავლების საფასური – 500 ლარი. 25. წყალზე საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების სწავლება – ერთი პირის სწავლების საფასური – 2 500 ლარი. 26. წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოების წარმოება: ა) ერთ საათამდე დროის განმავლობაში – 400 ლარი; ბ) 24 საათზე მეტი დროით – ყოველი საათისათვის 200 ლარი. 27. სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სპეციალური მომზადება – ერთი პირის სწავლების საფასური – 500 ლარი. 28. სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება – ერთი პირის სწავლების საფასური – 200 ლარი. 29. პიროტექნიკურ ნაწარმთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სწავლება და სერტიფიკატისა და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა – ერთი პირის სწავლების კურსის საფასური – 700 ლარი. 30. მოქმედების ვადის გასვლის გამო პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების განახლებული სერტიფიკატისა და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა – ერთ პირზე: ა) 15 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი. 31. პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების დაკარგული/დაზიანებული სერტიფიკატის აღდგენა ან მასში ცვლილების შეტანა: ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი. 32. პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების უფლების დამადასტურებელი დაკარგული/დაზიანებული მოწმობის აღდგენა ან ცვლილების შეტანა – ერთ პირზე: ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი. 33. სააგენტოს მიერ სწავლებების ჩატარებისას, თუ სწავლება ტარდება სააგენტოს სასწავლო ცენტრში, მსმენელის/მსმენელების კვება ერთი პირისთვის დღეში – 30 ლარი.
მუხლი 4. მომსახურების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტი 1. სახანძრო უსაფრთხოების ზომების ინსტრუქციის შემუშავება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ვ) მინდობილობა/ ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 2. სახანძრო ტექნიკური შემოწმების ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 3. საგანგებო მართვის გეგმის პროექტის მომზადების ორგანიზება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ზ) მუნიციპალიტეტის შემთხვევაში − კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი და ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების ადგილობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები; თ) პოტენციურად საშიში ობიექტის შემთხვევაში − პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტი. 4. შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ იდენტიფიცირებული საფრთხეებისა და საგანგებო სიტუაციის რისკის ანალიზის მიხედვით განსაზღვრული პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის პროექტის მომზადების ორგანიზება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 5. სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის კონსულტაცია: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ვ) ზოგად საკითხებზე კონსულტაციის შემთხვევაში განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას საკონსულტაციო საკითხის შესახებ (საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენა არ არის სავალდებულო). 6. საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების საკითხებზე სპეციალისტის კონსულტაცია: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (არასავალდებულო); ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 7. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების (ტექნიკური პირობები) შემუშავება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერი; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ზ) შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული ნახაზები, სახანძრო სისტემების პროექტები, განმარტებითი ბარათი, გენერალური გეგმა, ფასადები, ჭრილები, გეგმები, საექსპერტო დასკვნა, მშენებლობის ნებართვა და ა.შ.). 8. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 9. შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერი; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ზ) შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული ნახაზები, სახანძრო სისტემების პროექტები, განმარტებითი ბარათი, გენერალური გეგმა, ფასადები, ჭრილები, გეგმები, ექსპერტის დასკვნა, მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში) და ა.შ.); თ) სახანძრო სისტემების პროექტები, განმარტებითი ბარათები; ი) გარე წყალმომარაგების (ჰიდრანტის) შესახებ ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანიიდან (ცნობა); კ) სახანძრო სისტემების შემოწმების აქტი. 10. სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერი; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ზ) სრულყოფილი არქიტექტურული პროექტი, გენერალური გეგმა, გეგმები, ჭრილები, ფასადები, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული საექსპერტო შეფასება, მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში); თ) სახანძრო სისტემების პროექტები, განმარტებითი ბარათები. 11. ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერი; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ზ) მშენებლობის ნებართვა, შენობა-ნაგებობებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საპროექტო დოკუმენტაცია, საექსპერტო შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) კვამლსაწინააღმდეგო სისტემების გამოცდის მოთხოვნისას მითითებული უნდა იქნეს კვამლსაწინააღმდეგო ვენტილატორების რაოდენობა; ი) სრული დაპროექტების დოკუმენტაცია, არქიტექტურული და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების პროექტები, საშხეფი სისტემები, სახანძრო სიგნალიზაცია და ა.შ. წარდგენილი უნდა იქნეს PDF ფორმატში, CD დისკზე, შესაძლებელია დამატებით აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა მატერიალური სახითაც; კ) ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამოცდის აქტი. 12. სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 13. საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 14. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში სპეციალური დანიშნულების ავტოტექნიკით სიმაღლეზე სამუშაოების წარმოება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ვ) განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნის მიზნობრიობა და შინაარსი. 15. შენობა-ნაგებობის საევაკუაციო გეგმის შემუშავება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერი; ვ) დასაგეგმარებელი შენობის გეგმა-ნახაზის (ნახაზი უნდა შეესაბამებოდეს არსებულ შენობას ანუ სწორად უნდა იქნეს დატანილი კედლების, ტიხრების ფანჯრების და კარებების განლაგება) ელექტრონული ვერსია დამზადებული AUTOCAD-ის ან ARCHICAD-ის პროგრამაში; ზ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 16. ცეცხლსაშიში სამუშაოების, მასობრივი, სანახაობრივი, სპორტული ან/და სხვა ღონისძიებების ჩატარების დროს, აგრეთვე ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას სახანძრო/სამაშველო, საავარიო-სამაშველო ტექნიკით ან/და ეკიპაჟით მომსახურება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ვ) განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნის მიზნობრიობა და შინაარსი. 17. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული, ბირთვული, ხანძარსაშიში ან/და ფეთქებადი ტვირთის გაცილება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ვ) ინფორმაცია ტვირთის შესახებ და სხვა საჭირო დოკუმენტაცია. 18. წყალზე მასობრივი, სანახაობრივი, სპორტული და სხვა ღონისძიებების ან სამუშაოების ჩატარების დროს, აგრეთვე ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას თითოეული მცურავი საშუალებით (ტექნიკით) მომსახურება მაშველებთან ერთად: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ვ) განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნის მიზნობრიობა და შინაარსი. 19. ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ზ) განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნის მიზნობრიობა და შინაარსი. 20. ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოყენებით: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ; ვ) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ზ) განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნის მიზნობრიობა და შინაარსი. 21. სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების სწავლება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 22. სამთო-სამაშველო (მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო) სამუშაოების ჩატარების სწავლება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 23. სასიმაღლო სამაშველო სამუშაოების ჩატარების სწავლება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 24. წყალზე მაშველის სწავლება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 25. წყალზე საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 26. წყალქვეშ საძიებო-სამაშველო სამუშაოების წარმოება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ვ) განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნის მიზნობრიობა და შინაარსი. 27. სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სპეციალური მომზადება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 28. სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ორგანიზაციის/ფიზიკური პირის საბანკო რეკვიზიტები; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) მინდობილობა/ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ვ) სერტიფიკატი (ცნობა), რომელიც ადასტურებს პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სპეციალური მომზადების კურსის გავლას. 29. პიროტექნიკურ ნაწარმთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სწავლება და სერტიფიკატისა და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა; მოქმედების ვადის გასვლის გამო პიროტექნიკური ნაწარმის სერტიფიკატის/მოწმობის განახლება: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ბ) იურიდიული პირის სახელით განცხადების წარმდგენი პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მისი და ყველა იმ თანამშრომლის/თანამშრომლების პირადობის მოწმობის ასლი, რომელთაც უნდა გაიარონ პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესები; გ) იმ თანამშრომლის/თანამშრომლების 3x4 ფორმატის სურათები (CD დისკზე), რომელთაც უნდა გაიარონ სწავლება; დ) ამ მუხლის „ბ“ პუნქტით განსაზღვრული პირების: დ.ა) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. პიროტექნიკური ნაწარმის სერტიფიკატის/მოწმობის განახლების შემთხვევაში, ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო შემოწმებიდან 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე 30 დღის განმავლობაში; დ.ბ) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა; დ.გ) მსჯავრდების შესახებ ცნობა; დ.დ) სამედიცინო დასკვნა (ფორმა №100). 30. პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების დაკარგული/დაზიანებული სერტიფიკატის აღდგენა ან ცვლილების შეტანა: ა) იურიდიული პირის სახელით განცხადების წარმდგენი პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცვლილების შინაარსის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 31. პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების უფლების დამადასტურებელი დაკარგული/დაზიანებული მოწმობის აღდგენა ან ცვლილების შეტანა: ა) იურიდიული პირის სახელით განცხადების წარმდგენი პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მისი და იმ თანამშრომლის/თანამშრომლების პირადობის მოწმობის ასლი, რომლის მოწმობების აღდგენაზეც არის განცხადება წარდგენილი; ბ) ცვლილების შინაარსის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 32. ამ მუხლის 29-ე პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატი გაიცემა განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განცხადების წარდგენით გასცემს აღნიშნული სერტიფიკატის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებაზე თანხმობას. 33. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიღებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს მითითებული მუხლით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 − მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 34. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით მოითხოვოს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გასაწევად. მუხლი 5. მომსახურების პირობები 1. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. განცხადების ფორმა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადების ფორმასთან. 2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მოთხოვნის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში, სააგენტოსა და განცხადების წარმდგენ პირს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. 3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დაცვით შედგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. 4. მომსახურების მისაღებად სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. სააგენტო პასუხს არ აგებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორესა და ნამდვილობაზე. 5. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურებების გაწევის ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტების/ინფორმაციის სააგენტოსთვის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ. 6. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა შესაძლებელია შეჩერდეს მომსახურების გაწევამდე, მომსახურების მიმღები პირის წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში ან/ და ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დაცვით წარდგენამდე. ვადის დინება განახლდება მომსახურების მიმღები პირის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ან/და შესაბამისი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. 8. წერილობითი განცხადების სააგენტოში წარდგენის შემდეგ, სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების პირობების შეცვლა დასაშვებია მომსახურების მიმღები პირის წერილობითი მოთხოვნით, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის დასრულებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა ან/და საფასური შესაძლოა შეიცვალოს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. 9. ამ წესის მე-3 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღების მოთხოვნის საფუძველზე, ერთჯერადად შესაძლებელია, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოების განმეორებით ჩატარება, თუ მომსახურების გაწევის შედეგად ობიექტს დაუდგინდა ხარვეზი და მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებიდან არ გასულა 3 თვე. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური დამატებით არ გადაიხდევინება. სააგენტოს მიერ მომსახურების განმეორებით გაწევისას მომსახურების გაწევის ვადის ათვლა ხელახლა დაიწყება. 10. ამ წესის მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით, ასევე, 21-ე − 25-ე და 27-ე − 29-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, საფასურის გადახდა ხდება ფაქტობრივად ჩატარებული სწავლების საათების პროპორციულად. 11. ამ წესის მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით, ასევე 21-ე−25-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია, დადგინდეს მსმენელის/მსმენელების შეფასების სისტემა, რის შედეგადაც გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 12. ამ წესის მე-3 მუხლის 27-ე−29-ე პუნქტებით გათვალისწინებული სწავლების შედეგად მსმენელზე სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მან წარმატებით გაიარა სასწავლო პროგრამით/კურსით გათვალისწინებული ყველა სასწავლო კურსი/მოდული და დააკმაყოფილა შეფასების სისტემა. 13. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული სწავლებების ჩატარებას სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამის მეშვეობით. სწავლებისა და შეფასების სისტემის წესი, პირობები, სასწავლო ცენტრის მსმენელის ქცევის წესი, ასევე სასწავლო პროგრამა, სერტიფიკატის/მოწმობის ფორმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. მუხლი 6. საფასურის გადახდის პირობები 1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, შესაბამისი მომსახურების მისაღებად, წინასწარ გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული გამონაკლისებისა. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები ანგარიშსწორებას განახორციელებენ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და წარდგენის შემდეგ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. 3. საჯარო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები თავისუფლდებიან ამ წესის მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისგან. 4. ადმინისტრაციული ორგანოები თავისუფლდებიან ამ წესის მე-3 მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისგან, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება უშუალოდ მათ მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან საქველმოქმედო ან/და სხვა ღონისძიებების დროს. 5. მუნიციპალიტეტის ორგანოები თავისუფლდებიან ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისგან. 6. ამ წესის მე-3 მუხლის მე-14, მე-16 და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, სააგენტოსთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე მომსახურების მიმღებს უფლება აქვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მომსახურების საფასურის გადახდა უზრუნველყოს მომსახურების მიღების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე. მუხლი 7. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაუბრუნდება მის მიერ გადახდილ თანხასა და მომსახურების საფასურს შორის არსებული სხვაობა. 2. თუ მომსახურების მიმღები პირის გადახდილი და სააგენტოს მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მომსახურების ჯამური ღირებულება განსხვავდება, მომსახურების მიმღებს, წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უკან დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი და ფაქტობრივად განხორციელებული მომსახურების ღირებულებას შორის არსებული სხვაობა. 3. გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება ხორციელდება, თუ: ა) სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო, ვერ უზრუნველყოფს მომსახურების განხორციელებას; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე წერილობითი ფორმით უარს აცხადებს მომსახურების მიღებაზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხის დაბრუნება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები