დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024981 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“:
1. მე-12 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბაქნის განლაგების სქემები და მინიმალური ზომები მოცემულია ამ წესის №3, №4 და №5 დანართებში. №5 დანართში მოცემული მინიმალური ზომებისგან განსხვავებული ზომები დგინდება საპროექტო ან/და ტექნიკური სამუშაოებისას ისე, რომ დაცული იყოს ამ რეგლამენტით ბაქნისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პირველი კლასის ავტოსადგურში ბაქანი უნდა იყოს გადახურული.“. 2. 122 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, გაცემული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კონსულტაციით;“. 3. 122 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს მუნიციპალიტეტში სერტიფიცირებული ავტოსადგურებისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები