დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 20 სექტემბრის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 05/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 15/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.11.004.008.597 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.008.597
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №34
2006 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
,,სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ� საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 20 სექტემბრის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
შეტანილ იქნეს ,,სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ� საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 20 სექტემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2002წ., №98, მუხ. 855 ) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
��� მუხლი 1
ა) დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამახსოვრო მონეტების მოჭრა, აგრეთვე დიზაინის, ნომინალური ღირებულების, კატეგორიის, შემადგენლობის, დამცავი ნიშნების, რაოდენობის ან სხვა პარამეტრების დადგენა და მათი მიმოქცევაში გაშვება ხორციელდება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით�;
ბ) დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ეროვნული ბანკის სისტემიდან სამახსოვრო მონეტების სარეალიზაციო ფასისა და რეალიზაციის ფორმის (მათ შორის, აუქციონის წესით) დადგენა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი ვიცე-პრეზიდენტის (შემდგომში � ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა) მიერ. სამახსოვრო მონეტების სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება მათი ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინებით ან აუქციონზე დაფიქსირებული ფასით.�;
გ) დებულების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. სამახსოვრო მონეტების სარეალიზაციო ფასის შეცვლა ხდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით�;
დ) ��� დებულების 1-ლი მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 და მე-7 პუნქტები;
ე) დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) II კატეგორია � მხოლოდ ნუმიზმატიკური დანიშნულების სამახსოვრო მონეტები, რომლებზეც ნომინალის აღმნიშვნელ ციფრს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და არ გამოიყენება მიმოქცევაში გადახდის საშუალებად;�;
ვ) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ეროვნული ბანკი კისრულობს მხოლოდ I და დაუზიანებელი II კატეგორიის სამახსოვრო მონეტების მიღების ვალდებულებას მათზე აღნიშნული ნომინალური ღირებულებით�;
ზ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ნუმიზმატიკური დანიშნულების სამახსოვრო მონეტები, რომელიც წარმოადგენს მიმოქცევის საშუალებას, აღირიცხება ბალანსგარეშე ანგარიშზე ,,ნუმიზმატიკური დანიშნულების სარეალიზაციო მონეტები� (პირადი ბარათების მიხედვით) ნომინალური ღირებულებით, ხოლო რომელიც არ წარმოადგენს მიმოქცევის საშუალებას, აღირიცხება ბალანსგარეშე ანგარიშზე ,,ნუმიზმატიკური ფასეულობა� (პირადი ბარათების მიხედვით, სადაც მითითებულ უნდა იქნეს მისი მახასიათებლები ნომინალი, შემადგენლობა და სხვა) რაოდენობრივად.�;
თ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამახსოვრო მონეტების რეალიზაციიდან შემოსული თანხები ეროვნული ბანკის სისტემაში აღირიცხება ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის�, ხოლო კომერციულ ბანკებში � ,,საბანკო სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმისა და მისი გამოყენების ინსტრუქციით განსაზღვრული წესის� მიხედვით.�;
ი) დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,სამახსოვრო მონეტები� � აერთიანებს საიუბილეო, სამახსოვრო და სხვა სპეციალურ მონეტებს, რომელთა დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძვირფასი, ისე სხვა სახის ლითონები. როგორც წესი, მათ დასამზადებლად გამოიყენება მოჭრის ისეთი ტექნოლოგიები და მხატვრული გაფორმების მეთოდები, რომელიც სამახსოვრო მონეტებს ანიჭებს საკოლექციო ან/და სხვა სპეციფიკურ თვისებებს და განსაზღვრავს მათ რეალურ ღირებულებას.�.
��� მუხლი 2
ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიულმა დეპარტამენტმა და საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტმა უზრუნველყონ სამახსოვრო მონეტების აუქციონის ფორმით რეალიზაციის წესების შემუშავება.
��� მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები