„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016916
83/04
31/03/2025
ვებგვერდი, 01/04/2025
220010000.18.011.016916
„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №83/04

2025 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/06/2023; სარეგისტრაციო კოდი: 220010000.18.011.016699) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:

„ძ) საკრედიტო გადაფასების კორექტირება -  „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 31 იანვრის №8/04 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული მაჩვენებელი.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საკრედიტო გადაფასების კორექტირება ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის №15.2 ცხრილის შესაბამისად.“.

მუხლი 2
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული, ამ ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმის განახლება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა