დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340140000.05.001.102571 |
|
„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 340140000.05.001.021075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს კანონი უზრუნველყოფს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის გადანაწილების ხელშეწყობისთვის სათანადო პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისთვის სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;“; ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ცნობიერების ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათი ხელშეწყობისთვის წამახალისებელი ზომების მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის მიზნით სათანადო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ჭარბი სურსათის შეწირულებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასა და გადანაწილებასთან დაკავშირებული ინკლუზიური და სათანადო სამართლებრივი აქტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;“; გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ცნობიერების ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათი ხელშეწყობისთვის წამახალისებელი ზომების მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჭარბი სურსათის შეწირულება და გადანაწილება ხორციელდება ამ კანონისა და სურსათის შეწირულების, აღდგენისა და გადანაწილების პროცედურების შესაბამისად, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების სოციალური განზომილების გათვალისწინებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 2 აპრილი 2025 წ. N439-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები