დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.05.001.102542 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.017337) 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ საცხოვრებელ ფართობზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ან სანაცვლოდ მის სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფამდე დევნილი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება მის გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება ერთსულიანი დევნილი ოჯახის გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეებზე.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მის გამოქვეყნებამდე გამოცემულ და აღუსრულებელ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ შესაბამის სამართლებრივ აქტებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 1 აპრილი 2025 წ. N393-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები