,,2005-2006 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებში სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 აგვისტოს №414 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 10/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.008.596
  • Word
423
05/05/2006
სსმ, 64, 10/05/2006
430.210.000.22.022.008.596
,,2005-2006 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებში სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 აგვისტოს №414 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.008.596

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 

ბრძანება №423

2006 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

,,2005-2006 სასწავლო წლისათვის   საჯარო სკოლებში სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 22 აგვისტოს №414 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ც“ ქვეპუნქტის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,2005-2006 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებში სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 აგვისტოს №414 ბრძანებაში (სსმ III, 1.09.05, №103, მუხ. 1144) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

ა) ბრძანებას დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობა, აგრეთვე სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დამთავრების თარიღები შემდეგი პირების მიმართ და შემთხვევებში:

ა) საქართველოს საჯარო სკოლების პირველი და მე-11 კლასების მოსწავლეებისათვის;

ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

გ) საჯარო სკოლებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საჯარო სკოლების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას“.

2.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია