„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016561
41
28/03/2025
ვებგვერდი, 31/03/2025
280010000.35.154.016561
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2025 წლის 28 მარტი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის  საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.    
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 იანვრის №40 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში  (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 24.01.2025 წ., სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016560) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:  

„მუხლი 2. სოციალური დახმარების სახეები“.

2. შევიდეს ცვლილება მე-6 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები მიიღებენ  ფინანსურ დახმარებას წელიწადში ერთხელ 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.“.

3. შევიდეს ცვლილება მე-7 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვები მიიღებენ  ფინანსურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.“.

4. შევიდეს ცვლილება მე-9 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირები მიიღებენ ფულად დახმარებას წელიწადში ერთხელ:“

5. შევიდეს ცვლილება მე-10 მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. თიანეთის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის  ფინანსური  დახმარება

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 65 001-დან 200 000-ის ჩათვლითაა, მიიღებენ ფინანსურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. “.

6. შევიდეს ცვლილება მე-11 მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლის 11. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიღებული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფინანსური დახმარება

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიღებული შშმ პირები მიიღებენ ფულად დახმარებას 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.“.

7. შევიდეს ცვლილება მე-12 მუხლის სათაურსაც და პირველ პუნქტში და მე-2 პუნქტის„ ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი ბავშვების ფინანსური დახმარება

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი ბავშვები მიიღებენ  ფინანსურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.

ა) მეურვის/მზრუნველის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.“.

8. შევიდეს ცვლილება მე-13 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.“.

9. შევიდეს ცვლილება მე-15 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, თუ მშობლები ორივე არის რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში და მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში)“, მიიღებენ ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.“.

10.  შევიდეს ცვლილება მე-17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. ახალშობილთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარებ

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალშობილის ოჯახი, როდესაც ორივე მშობელი რეგისტრირებულია თიანეთის მუნიციპალიტეტში, მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში), ყოველთვიურად ბავშვის 1 წლის ასაკამდე მიიღებენ ფულად დახმარებას (განცხადებით მომართვა შესაძლებელია ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში):

ა) პირველი შვილის შეძენისას 150 ლარი;

ბ) მეორე შვილის შეძენისას 300 ლარი;

გ) მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას ყოველთვიურად გასაცემი თანხა გაიზრდება 150 ლარით (მესამე შვილი – 450 ლარი; მეოთხე შვილი – 600 ლარი და ა.შ.).

2. ფულადი დახმარება გაიცემა განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის თვის შემდგომი თვის პირველი რიცხვიდან, ბავშვის ერთი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ცნობები (ორივე მშობლის) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.“.

11. შევიდეს ცვლილება მე-18 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები, ხელშეკრულების ვადის მოქმედების პერიოდში, როდესაც ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია თიანეთის მუნიციპალიტეტში, მიიღებენ  ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით  წელიწადში ერთხელ.“.

12. შევიდეს ცვლილება მე-20 მუხლში:

ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი (დედ-მამით ობოლი) სტუდენტი (რომელიც ბოლო ერთი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით სასწავლო წლის განმავლობაში.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის სტუდენტი (ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლით და რომელიც ბოლო ერთი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს  600 (ექვსასი) ლარის ოდენობით სასწავლო წლის განმავლობაში.“

ბ) მე-3 პუნქტში ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.

13. შევიდეს ცვლილება 21-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება

1. ახალდაქორწინებული პირები (ოჯახი) მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თუ მეუღლეები (ერთ-ერთი ან ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებული იყვნენ და არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში, დახმარების მოთხოვნის დროისთვის ორივეს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი (კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ერთად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში) .

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ახალდაქორწინებულები არიან ის მამაკაცი და ქალი, რომელთა ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით (ქორწინება) რეგისტრირებულია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად 2025 წლის 1 აპრილის შემდეგ.

3. პირველ პუნქტში მითითებული დახმარების მოთხოვნის უფლება არ აქვთ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი ჰქონდათ ოჯახი (ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას) 2025 წლის 1 აპრილამდე.

4. პირველ პუნქტში მითითებული დახმარების მოთხოვნის უფლება არ აქვთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფიქციურ ქორწინებაში მყოფ პირებს.

5. ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ ქორწინების რეგისტრაციიდან  არაუგვიანეს 12 თვისა მოითხოვონ პირველ პუნქტში მითითებული დახმარების გაცემა. თუ პირები განქორწინებულები არიან მოთხოვნის რეგისტრაციის დროისთვის, მათ დახმარება არ მიეცემათ.

6. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ მერის წარმომადგენელს გადაეგზავნება მოთხოვნა, რომელიც ვალდებულია 3 თვის განმავლობაში წარმოადგინოს ცნობა, ერთად ცხოვრობენ თუ არა თიანეთის მუნიციპალიტეტში განმცხადებლები და ეწევიან თუ არა საერთო საოჯახო მეურნეობას, 2025 წლის 1 აპრილამდე იმყოფებოდნენ თუ არა განმცხადებლები არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი ჰქონდათ ოჯახი (ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას).

7. ცნობის გაცემის მიზნით მერის წარმომადგენელი უფლებამოსილია ესტუმროს განმცხადებლებს, გამოკითხოს მეზობლები ან გამოიყენოს კანონით დაშვებული ინფორმაციის მოპოვების სხვა საშუალებები. მერი უფლებამოსილია წარმომადგენლის კონტროლის მიზნით მერიაში დასაქმებულ სხვა პირს კომპეტენციის შესაბამისად დაავალოს შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება.

8. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლები უარს აცხადებენ წარმომადგენელს მიაწოდონ ცნობის გაცემისთვის საჭირო და კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია და წარმომადგენელი ვერც სხვა საშუალებებით მოიპოვებს მათ, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მერიის შესაბამის სამსახურს. ამ შემთხვევაში განმცხადებლების მოთხოვნა დახმარების გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდება.

9. გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

10. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ქორწინების მოწმობა;

დ) ცნობები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ გაცემული თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ;

ე) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, განქორწინებულია თუ არა განმცხადებლები;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

11. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.“.

14. შევიდეს ცვლილება 23-ე მუხლში და ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

15.  შევიდეს ცვლილება 24-ე მუხლის სათაურში და  პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ობოლი სტუდენტების  ფინანსური დახმარება

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე) მიიღებს ფინანსურ დახმარებას წელიწადში ერთხელ 800 ლარის ოდენობით.“.

16.  შევიდეს ცვლილება 25-ე მუხლის სათაურში, პირველ პუნქტში და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  25. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების რეკომენდაციის მქონე პირთა  ფინანსური დახმარება

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული   მოქალაქე, რომლისთვისაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-რეკომენდაციის საფუძველზე რეკომენდებულია საზღვარგარეთ მომსახურება, წელიწადში ერთხელ მიიღებს ფინანსურ დახმარებას 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.“;

„გ) საქართველოში მოქმედი შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ;“.

17. 26-ე მუხლში:

ა) შევიდეს ცვლილება პირველ, მეორე და მე-12 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს მერიაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-4, მე-5,  მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19,  22-ე პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები.“

„2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით, იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-4, მე-5,  მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19,  22-ე პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა.“;.

„12. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-4, მე-5,  მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19,  22-ე  პუნქტების შესაბამისი კატეგორიის განცხადებებზე, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, განცხადებების შესწავლის შემდეგ ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად. მერი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.“;

ბ) დაემატოს მე-17 პუნქტი:

„17. ახალშობილთა ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარების დროს, კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, ახალშობილის მშობლების მაღალმთიანის სტატუსის გადამოწმების მიზნით, მიმართავს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები  პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის განმხილველ სათათბირო ორგანოს საბჭოს.“.


მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი