დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 425-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 150000000.04.001.018120 |
|
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 31 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.“. 2. 221 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრის კანდიდატურას თავისი აპარატის შემადგენლობიდან ასახელებს საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო 2 წევრი ღია კონკურსის წესით შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იურიდიული დახმარების საბჭოს 2 წევრის შესარჩევად საქართველოს სახალხო დამცველი ქმნის საკონკურსო კომისიას არანაკლებ 9 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მასმედიისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 2 აპრილი 2025 წ. N425-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები