“საქართველოს ფინანსთა სამინისტრტოს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეტა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 18/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.008.606
  • Word
415
05/05/2006
სსმ, 68, 18/05/2011
010.320.040.22.033.008.606
“საქართველოს ფინანსთა სამინისტრტოს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეტა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.008.606

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №415

2006 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 (სსმ III, 2006 წ., №6, მუხ. 50) ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ (დანართი №1) მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. კონსულტანტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ტექნიკური, სახელმწიფო მართვის მოხელის ან იურიდიული განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების გარდა, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური, გერმანული ან რუსული) ცოდნა“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი