დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016900 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის № 1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) კომპეტენციის დასადასტურებლად კვალიფიკაციის, სხვა სერტიფიკატის და კომპეტენციის სერტიფიკატის მიღებისთვის საჭირო გამოცდაზე მეორე და ყოველი შემდეგი გასვლა – ტესტური გამოცდა 50 ლარი, ზეპირი გამოცდა 100 ლარი;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ107 ქვეპუნქტი: „ჰ107 ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარება: განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 3 000 ლარი;“. 2. წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებათა მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთებია: ა) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, გარდა მოტონავის, იახტისა და კატარღისა: მე-5 სამუშაო დღეს – 90 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი; იმავე დღეს – 240 ლარი. ბ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული მოტონავის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა: მე-5 სამუშაო დღეს – 60 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 80 ლარი; იმავე დღეს – 110 ლარი. გ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული იახტის და კატარღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა: მე-5 სამუშაო დღეს – 150 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 220 ლარი; იმავე დღეს – 270 ლარი. დ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული წყლის ველოსიპედი, კაიაკი და 5 მეტრზე ნაკლები სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა: მე-5 სამუშაო დღეს – 15 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 20 ლარი; იმავე დღეს – 30 ლარი. ე) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული აფრიანი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა: მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 130 ლარი; იმავე დღეს – 200 ლარი. ვ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული არათვითმავალი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა: მე-5 სამუშაო დღეს – 100 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი; იმავე დღეს – 220 ლარი. ზ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა: მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 130 ლარი; იმავე დღეს – 200 ლარი. თ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილების შეტანა: მე-3 სამუშაო დღეს – 25 ლარი; იმავე დღეს – 30 ლარი. ი) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატის გაცემა: მე-3 სამუშაო დღეს – 25 ლარი; იმავე დღეს – 30 ლარი. კ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შეწყვეტის ამონაწერის გაცემა: მე-3 სამუშაო დღეს – 60 ლარი; იმავე დღეს – 80 ლარი. ლ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სერტიფიკატის გაცემა: მე-5 სამუშაო დღეს – 30 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 40 ლარი; იმავე დღეს – 50 ლარი. მ) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა: მე-5 სამუშაო დღეს – 15 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 20 ლარი; იმავე დღეს – 25 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები