„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 405-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 450130010.05.001.102544
405-IIმს-XIმპ
01/04/2025
ვებგვერდი, 03/04/2025
450130010.05.001.102544
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი − თეატრის დასი და შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირები;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამხატვრო ხელმძღვანელი ან მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას;“;

გ) „პ“–„რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს;

ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს;

რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას;“;

დ) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) თეატრის დირექტორი – თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას;“;

ვ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებენ შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული თეატრი შედგება:

ა) თეატრის დასისგან;

ბ) თეატრის დირექტორისგან;

გ) სამხატვრო საბჭოსგან (მისი არსებობის შემთხვევაში);

დ) დამდგმელი რეჟისორისგან ან/და რეჟისორებისგან, დამდგმელი დირიჟორისგან;

ე) სამხატვრო ხელმძღვანელისგან ან მთავარი რეჟისორისგან ან სარეჟისორო კოლეგიისგან, მთავარი მხატვრისგან (დრამატულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში და სხვაგან);

ვ) მთავარი რეჟისორისა და მთავარი დირიჟორისგან (მუსიკალურ თეატრში), თუ თეატრის დირექტორი პროფესიით შესაბამისად რეჟისორი ან/და დირიჟორი არ არის;

ზ) მთავარი ბალეტმაისტერისგან, დამდგმელი ბალეტმაისტერისა და მთავარი ქორმაისტერისგან (მუსიკალურ თეატრში);

თ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან.

3. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი:

ა) არის თეატრის ხელმძღვანელი;

ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თეატრის საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს;

დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;

ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;

თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში);

ი) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს;

კ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;

ლ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს;

მ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან);

ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თეატრის დირექტორმა შესაძლებელია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება, ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით. მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.“;

დ) მე-6−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიულ სახელმწიფო თეატრებში თეატრის დირექტორს ნიშნავენ შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი საკუთარი შეხედულებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.

7. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი შეხედულებით. მუნიციპალიტეტის მერი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.

8. მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი უფლებამოსილია:

ა) თეატრის დირექტორად დანიშნოს სამინისტროსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი;

ბ) თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი;

გ) თეატრის დირექტორი  საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სარეკომენდაციო საბჭოს უფლებამოსილებები (მათ შორის, სარეკომენდაციო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის წესი) და საქმიანობის წესი განისაზღვრება სარეკომენდაციო საბჭოს დებულებით. სამხატვრო საბჭოსთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) კანდიდატურის წარდგენის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით).“;

ვ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. თეატრის დირექტორობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ან მუნიციპალიტეტი.“;

ზ) მე-11−მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თეატრის დირექტორობის კანდიდატი ვალდებულია წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია.

12. თეატრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს:

ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − მინისტრი, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი:

ა.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;

ა.ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი გაიზიარებს წარდგენილ დასაბუთებას;

ა.გ)  საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ა.დ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში − მუნიციპალიტეტის მერი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

13. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა.“;

თ) მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ი) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე მინისტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.“;

კ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.“.

4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე პროფესიული სახელმწიფო თეატრებისა და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები ჩაითვალონ შესაბამისი თეატრების დირექტორებად.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პროფესიული სახელმწიფო თეატრებისა და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დირექტორები ამ კანონის ამოქმედებისთანავე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. აღნიშნული პირი ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში წერილობითი თანხმობის გამოხატვის შემთხვევაში დაინიშნოს იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და მას შეუნარჩუნდეს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არსებული შრომის ანაზღაურება. თუ პირმა ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოხატა წერილობითი თანხმობა იმავე თეატრში შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნაზე, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრი აძლევს კომპენსაციას 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

3. პროფესიულმა სახელმწიფო თეატრებმა და პროფესიულმა მუნიციპალურმა თეატრებმა თეატრის საშტატო ნუსხაში გაითვალისწინონ შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გათავისუფლებული თეატრის დირექტორის წერილობითი თანხმობის მიღებისთანავე მისი დანიშვნის მიზნით.

4. საქართველოს კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა და სხვა შესაბამისმა უწყებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2025 წ.

N405-IIმს-XIმპ