,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 21 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016561
12
27/03/2025
ვებგვერდი, 28/03/2025
010250020.35.108.016561
,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 21 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2025 წლის 27 მარტი

ქ. სენაკი

,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 21 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 21 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 24/02/2025 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016559) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის“  მე-16 მუხლის  მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია მძიმე სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების მქონე ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალისწინებს დახმარებას დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული იმ ოჯახებისათვის, რომელთაც მცირე შემოსავლების გამო არ აქვთ საშუალება უზრუნველყონ საკუთრებაში/თანასაკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია