დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 27/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016740 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 07/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი: „ა.გ) იგი არის ელექტროენერგიის მწარმოებელი ან დამამუშავებელი მრეწველობის ობიექტი და მისი მისაერთებელი სიმძლავრე შეადგენს არანაკლებ 25 000 კუბ.მ/სთ-ს. ამ შემთხვევაში მიერთება დასაშვებია მხოლოდ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში.“. 2. 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) კომისიის გადაწყვეტილება ობიექტის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების თაობაზე – ამ წესების 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“. 3. 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ პირს სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი და ამ მიზნით წარადგენს სრულყოფილ მიერთების განაცხადს, ამ წესების 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტითა და 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მისი მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს კომისიას, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე განაწილების ლიცენზიატის უარის დასაბუთებას. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მაძიებლის განაცხადი უნდა დამტკიცდეს ან მასში ხარვეზი დადგინდეს კომისიის დასკვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მაძიებელს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები