„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5619
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/03/2025
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016770
5619
26/03/2025
ვებგვერდი, 28/03/2025
000000000.00.00.016770
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

სსიპ  შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5619

 2025 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლისა და  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის   – შემოსავლების  სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებზეც ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი.“;

ბ) მე-3  მუხლის შემდეგ დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (გარდა საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეებისა) წარმოადგენენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც აღნიშნულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.“;

გ) მე-17 მუხლის:

გ.ა) 11   პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ასევე მოიცავს:

ა) სამსახურის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე (საქარე მინაზე ან სხვა თვალსჩინო ადგილას) სამსახურის საშვის გამოყენებას;

ბ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში;

გ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გადაცემას არაუფლებამოსილი თანამშრომლისათვის;

დ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გადაცემას სხვა პირისათვის;

ე) შეფასების ეტაპზე თანამშრომლის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების  მიღებას.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. თანამშრომლის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით, მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.“;

დ) 172 მუხლის შემდეგ დაემატოს 17მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 173. რეორგანიზაცია

სამსახურის რეორგანიზაციაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.“;

ე) მე-19 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის:

ე.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება;“;

ე.ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) მე-2 პუნქტის  „გ“„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თანამშრომელი ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ შემოსავლების სამსახურისთვის შეტყობინებიდან საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა შრომითი ურთიერთობის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „კ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევისა. სამსახურის რეორგანიზაციისას თანამშრომელი ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში;

დ) თანამშრომლის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და თანამშრომლის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა და რეორგანიზაციის პროცესის შედეგებისა;

„ე) სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–

„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა და რეორგანიზაციის პროცესის შედეგებისა.“;

ე.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამსაქმებლის მიერ სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას (სამსახურიდან გათავისუფლებისას) სამსახური ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს თანამშრომელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, თანამშრომელს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან (სამსახურიდან გათავისუფლებიდან) 30 კალენდარული დღის ვადაში.“;

ე.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამსაქმებლის მიერ სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას (სამსახურიდან გათავისუფლებისას). დამსაქმებელი უფლებამოსილია, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში მას მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან (სამსახურიდან გათავისუფლებიდან) 30 კალენდარული დღის ვადაში.“;

ე.ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სასამართლოს მიერ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (სამსახურიდან გათავისუფლების) შესახებ სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახური ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის  უფროსი                                  ლევან კაკავა