დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016615 |
|
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის ამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №20 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 23/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016601) დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 200 (ორასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, (დიაბეტის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა). „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში წლიური 400 (ოთხასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში წლიური 1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 4. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წლიური ლიმიტით არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა, ხოლო „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წლიური ლიმიტით არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ამოწურვამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები