„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016399
5
28/03/2025
ვებგვერდი, 31/03/2025
090020020.35.151.016399
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2025 წლის 28 მარტი

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ( www matsne.gov.ge, 06/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 090020020.35.151.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი. შშმ პირებს ამპუტირებული კიდურით – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;“.

 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართს დაემატოს მე-18 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ნეიროგანვითარებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების ვაუჩერით დაფინანსების შესახებ

1. მერია ვალდებულებას იღებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ბენეფიციარები დააფინანსოს ვაუჩერული სისტემით ცენტრის მიერ განხორციელებული სერვისის მომსახურების შესრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.

2. თითო ვაუჩერი მოიაზრებს თვეში 800 (რვაასი) ლარს და მასში შედის 12 (თორმეტი) თერაპია.

3. ვაუჩერული სისტემით სათანადო დიაგნოზის მქონე პაციენტის დაფინანსება განხორციელდება დანართის შესაბამისად;“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი



მე-18 მუხლის  დანართი:   

ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ნეიროგანვითარებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების ვაუჩერი

 

კლასი 5. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები

1 .F70 – F79 გონებრივი ჩამორჩენილობა

2. F80 – F89 ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევები

3. F90 – F98 ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევისა და ემოციური აშლილობანი.

4. F84 – განვითარების ზოგადი აშლილობანი

5. F84.0 – ბავშვთა აუტიზმი

6. F84.2 – რეტის სინდრომი

6. F84.5 – ასპერგერის სინდრომი

7. F84.8 – განვითარების სხვა ზოგადი აშლილობანი

8. F84.9 – განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი

9. F71 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა

10.F71.0 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა

11. F71.1 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა. არსებობს ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას

12.F71.8 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა. სხვა ქცევითი აშლილობანი

13.F71.9 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა. განუსაზღვრელი ქცევითი აშლილობა

კლასი 18. სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში

14. R47.0 დისფაგია და აფაზია R56.0 კონვულსიები ცხელების დროს

15.R48 – დიზლექსია და სხვა სიმბოლური ფუნქციური დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

16.R45,8 – სხვა სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას

17. R47.8 – მეტყველების სხვა და დაუზუსტებელი დარღვევები

18. R56.8 – დაუდგენელი და სხვა კონვულსიები

19. R62.0 – განვითარების ეტაპების დაყოვნება

20. R62.8 – მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების სხვა დარღვევები

21.R62.9 – მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების დარღვევა, დაუზუსტებელი

22. G 80 – ბავშვთა ცერებრული დამბლა

23. G 80.0 – სპასტიური ცერებრული დამბლა

24. G 80.1 – სპასტიური დიპლეგია G 80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია

25. G 80.3 – დისკინეზური ცერებრული დამბლა

26. G 80.4 – ატაქსიური ცერებრული დამბლა

27. G 80.8 –ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები (შერეული სინდრომები)

28. G 80.9 – ბავშვთა ცერებრული დამბლა დაუზუსტებელი.

29. G 12.  – სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომები

30. G 12.0 – ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)

31. G 12.1 სხვა მემკვიდრული სპინური კუნთოვანი ატროფიები: ბავშვთა პროგრესული ბულბარული დამბლა (ფაციო-ლონდეს) სპინური კუნთოვანი ატროფია: - მოზრდილთა ფორმა, - ბავშვთა ფორმა, ტიპი II - დისტალური - იუვენალური ფორმა ტიპი III (კუგელბერგ-ველანდერის) - სკაპალურ-პერონეული ფორმა

32. G 12.2 – მოტორული ნეირონის ავადმყოფობა: მოტორული ნეირონის ოჯახური ავადმყოფობა გვერდითი სკლეროზი: - ამიოტროფული - პირველადი - პროგრესული - ბულბარული დამბლა - სპინური კუნთოვანი ატროფია:

33. G 12.8 – სხვა სპინური კუნთოვანი ატროფიები და მონათესავე სინდრომები

34. G 12.9 – სპინური კუნთოვანი ატროფია, დაუზუსტებელი.

35. G 71 – კუნთების პირველადი დაზიანებები

36. G 71.0 – კუნთოვანი დისტროფია

37. G 71.1 – მიოტონური დაზიანებები

38.G 71.2 – თანდაყოლილი მიოპათიები

39. G 71.9 – დაუზუსტებელი

40. G 81 – ჰემიპლეგია

41. G 81.0 – დუნე ჰემიპლეგია

42. G 81.1 – სპასტიკური ჰემიპლეგია

43. G 81.9 – ჰემიპლეგია დაუზუსტებელი ·

44. G 82 – პარა და ტეტრაპლეგია,

45. G 82.0 – დუნე პარაპლეგია

46. G 82.1 – სპასტიკური პარაპლეგია

47. G 82.2 – პარაპლეგია დაუზუსტებელი

48. G 82.3 – დუნე ტეტრაპლეგია

49. G 82.4 – სპასტიკური ტეტრაპლეგია

50. G 82.5 – ტეტრაპლეგია დაუზუსტებელი

კლასი 17. თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები

1.Q00.0 – ანენცეფალია

2.Q01 – ენცეფალოცელე (Q01.0- Q01.9)

3.Q02 – მიკროცეფალია Q03.1 მაჟანდისა და ლუშკას ხვრელის ატრეზია

4.Q03.9 – თანდაყოლილი ჰიდროცეფალია, დაუზუსტებელი

5.Q04.0 – კორძიანი სხეულის თანდაყოლილი ანომალია

6.Q04.2 – ჰოლოპროზენცეფალია

7.Q04.3 – თავის ტვინის სხვა რედუქციული დეფორმაციები

8.Q04.4 – სეპტურ-ოპტიკური დისპლაზია

9.Q04.6 – თანდაყოლილი ცერებრული კისტები

10.Q04.9 – თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი

11.Q05 Spina bifida (Q05.0- Q05.9)

12.Q06.2 – დიასტემატომიელია

13.Q07.0 – არნოლდ-კიარის სინდრომი

14.Q07.9 – ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი

15.Q11.1 – ანოფთალმის სხვა სახე

16.Q11.2 – მიკროფთალმი

17.Q14.0 – მინისებრი სხეულის თანდაყოლილი ანომალია

18.Q15.8 – თვალის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

19.Q26.8 – მსხვილი ვენების სხვა თანდაყოლილი ანომალიები

20.Q35.1 – მაგარი სასის ნაპრალი, ცალმხრივი

21.Q35.3 – რბილი სასის ნაპრალი, ცალმხრივი

22.Q35.5 – მაგარი სასის ნაპრალი რბილი სასის ნაპრალით, ცალმხრივი

23.Q35.7 – ნაქის ნაპრალი

24.Q35.9 – სასის ნაპრალი, დაუზუსტებელი, ცალმხრივი

25.Q36.0 – ტუჩის ნაპრალი, ორმხრივი

26.Q36.1 – ტუჩის ნაპრალი, შუა

27.Q36.9 – ტუჩის ნაპრალი, ცალმხრივი

28.Q37. – სასის ნაპრალი ტუჩის ნაპრალთან ერთად (Q37.00 Q37.9)

29.Q43.0 – მეკელის დივერტიკული

30.Q66.8 – ტერფების სხვა თანდაყოლილი დეფორმაციები

31.Q67.3 – პლაგიოცეფალია

32.Q68.8 –სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ძვალ-კუნთოვანი დეფორმაციები

33.Q71.6 – კიბორჩხალის მარწუხისებრი ხელი

34.Q71.0 – ზედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა

35.Q72.0 – ქვედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა

36.Q73.0 – დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი არარსებობა

37.Q73.1 – ფოკომელია, დაუზუსტებელი, კიდურ(ებ)ის

38.Q73.8 – დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის სხვა რედუქციული დეფექტები

39.Q74.3 – თანდაყოლილი მრავლობითი ართროგრიპოზი

40.Q74.8 – კიდურ(ებ)ის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

41.Q75.1 – ქალა-სახის დიზოსტოზი

42.Q75.4 – სახე-ქვედა ყბის დიზოსტოზი

43.Q76.4 – ხერხემლის სხვა თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სკოლიოზთან

44.Q77.0 – აქონდროგენეზია

45.Q77.1– სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაბალი აღნაგობა

46.Q77.3 – წერტილოვანი ქონდროდისპლაზია

47.Q77.4 – აქონდროპლაზია

48.Q77.5 – დისტროფიული დისპლაზია

49.Q77.8 – სხვა ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით

50.Q77.9 –ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით, დაუზუსტებელი

51.Q78.0 – არასრული ოსტეოგენეზი

52.Q78.1 – პოლიოსტური ფიბროზული დისპლაზია

53.Q78.9 – ოსტეოქონდროდისპლაზია, დაუზუსტებელი

54.Q79.0 – თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქარი

55.Q79.3 – გასტროშიზი

56.Q79.4 – „ჩამოვარდნილი მუცლის” სინდრომი

57.Q79.6 – ელერს-დანლოს სინდრომი

58.Q80.4 – ნაყოფის იქთიოზი [„ნაყოფი-არლეკინი”]

59.Q80.8 – სხვა თანდაყოლილი იქთიოზი

60.Q82.1 – პიგმენტური ქსეროდერმა

61.Q85.0 – ნეიროფიბრომატოზი (არაავთვისებიანი)

62.Q85.1 – ტუბეროზული სკლეროზი

63.Q85.8 –სხვა ფაკომატოზები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

64.Q86.0 – ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (დიზმორფია)

65.Q87.0 – თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად სახის დაზიანებით

66.Q87.1 – თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან

67.Q87.2 – თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად კიდურების დაზიანებით

68.Q87.3 – თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, გამოხატული გიგანტიზმით

69.Q87.4 – მარფანის სინდრომი

70.Q87.8 –სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

71.Q89.7 – მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

72.Q89.8 –სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

73.Q89.9 – თანდაყოლილი ანომალიები, დაუზუსტებელი

74.Q90 – დაუნის სინდრომი (Q90.0- Q90.9)

75.Q91 – ედვარდსის სინდრომი და პატაუს სინდრომი (Q91.0 – Q91.7)

76.Q92 – აუტოსომბის ნაწილობრივი ტრისომიები და სხვა ტრისომიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q92.0- Q92.9)

77.Q93 – აუტოსომების მონოსომიები და დელეციები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში ( Q93.0- Q93.9)

78.Q95 – ბალანსირებული გარდაქმნები და სტრუქტურული მარკერები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q95.0 – Q95.9)

79.Q96 – ტერნერის სინდრომი (Q96.0 – Q96.9)

80.Q97– სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, ქალის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q97.0 – Q97.9)

81.Q98 – სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, კაცის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q98.0 – Q98.9)

82.Q99 – სხვა ქრომოსომული დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q99.0 – Q99.9)