დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორიების სადიაგნოსტიკო განყოფილების ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 10/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.090.000.22.032.008.591 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2006 - 28/06/2018)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.591
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
2006 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორიების (სადიაგნოსტიკო განყოფილების) თანდართული ტიპობრივი წესები.
2. სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (შალვა ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად.
2. წესი განსაზღვრავს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფართო პროფილისა და სპეციალიზირებული ვეტერინარული ლაბორატო-რიების (სადიაგნოსტიკო განყოფილებების) მიერ ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით აგრარული სექტორისა და მოსახლეობის მაღალკვალიფიციურ ვეტერინარულ მომსახურებას განსაზღვრული პროფილით.
3. კერძო ვეტერინარული ლაბორატორიის (სადიაგნოსტიკო განყოფილების) საქმიანობა მოიცავს განსაზღვრული პროფილით სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე კერძო ვეტერინარი სუბიექტის საქმიანობას ვეტერინარიის სფეროში.
4. სადიაგნოსტიკო განყოფილებები ფუნქციონირებენ, როგორც დამოუიკიდებელი დაწესებულებები, ასევე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული კლინიკებისა და სამკურნალოების შემადგენელი ერთეულები.
5. ვეტერინარული ლაბორატორია (სადიაგნოსტიკო განყოფილება), რომელსაც აქვს გარკვეული ვალდებულებები ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებაზე უნდა პასუხობდეს განსაზღვრული საქმიანობის კვალიფიციურ მოთხოვნებს.
6. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორია (სადიაგნოსტიკო განყოფილება) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამარლებრივი ფორმის მქონე ვეტერინარული დაწესებულება.
7. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორია (სადიაგნოსტიკო განყოფილება) ვეტერინარულ საქმიანობას ახორციელებს „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით, სხვა კანონებითა და ვეტერინარიის სადიაგნოსტიკო სფეროში მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისიწინებული მოთხოვნების დაცვით.
8. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარულ ლაბორატორიას (სადიაგნოსტიკო განყოფილებას) ხელმძღვანელობს უმაღლესი ვეტერინარული განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროფილის საქმიანობის სერტიფიკატი.
ვეტერინარული ლაბორატორია (სადიაგნოსტიკო განყოფილება) ვალდებულია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს გამოკვლევები;
ბ) განახორციელოს ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა არსებული მეთოდების შესაბამისად;
გ) ცხოველების ინფექციური ან მასობრივი არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და საქალაქო და რაიონულ სამმართველოებს;
დ) სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სნეულებების საწინააღმდეგო სპეციფიკური პროფილაქტიკური ღონისძიებები გაატაროს შესაბამის სამსახურთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორიის (სადიაგნოსტიკო განყოფილების) მიზნებია:
ა) ვეტერინარული კვლევის ობიექტების თვისებების, შემადგენლობის, მათში მიმდინარე ქიმიურ-ბიოლოგიური პროცესების შესწავლა და სნეულების არსის დადგენა;
ბ) ვეტერინარული კვლევის ობიექტების უსაფრთხოების მაჩვენებლების განსაზღვრა და სნეულების დიაგნოზის დასმა ან გამოთიშვა ლაბორატორიულ-სადიაგნოსტიკო მეთოდებით.
მუხლი 4. ვეტერინარული ლაბორატორიის (სადიაგნოსტიკო განყოფილების) ფუნქციები
ვეტერინარული ლაბორატორიის (სადიაგნოსტიკო განყოფილების) ფუნქციებია:
ა) ცხოველთა (მ.შ. ფრინველის, თევზის, ფუტკრის) გადამდები და არაგადამდები სნეულებების დიაგნოზის დასმა; მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების და ნედლეულის, ცხოველების საკვებისა და სასმელი წყლის ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედოობის დადგენა;
ბ) დაიგნოსტიკური გამოკვლევევის ჩატარების ორგანიზაცია სნეულების ადრეულ პერიოდში გამოვლენის უზრუნველსაყოფად;
გ) ცხოველების ინფექციური ან მასობრივი არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევაში აქტიური მონაწილეობის მიღება სნეულების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;
დ) საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში მოქმედი ლაბორატორიული სავალდებულო ნორმების დაცვით პათოლოგიური მასალის აღების უზრუნველყოფა და გადაგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში;
ე) კონსულტაციის გაწევა ცხოველთა (მ.შ. ფრინველის, თევზის, ფუტკრის და ა.შ.) მეპატრონეებისათვის ცხოველების კვების, მოვლა-შენახვისა და სნეულებათა აცილების საკითხებზე.
1. მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარულ ლაბორატორიებზე (სადიაგნოსტიკო განყოფილებებზე).
2. პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე ეკისრებათ ვეტერინარული ლაბორიატორიის (სადიაგნოსტიკო განყოფილების) ხელმძღვანელებს.
3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორია (სადიაგნოსტიკო განყოფილება) უნდა პასუხობდეს საერთო ტექნიკური წესების მოთხოვნებს, ჰქონდეს წყალ-გაყვანილობა, ვენტილაცია და კანალიზაცია; ელექტროენერგიითა და წყლით მუდმივი მომარაგება.
4. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორია (სადიაგნოსტიკო განყოფილება) უნდა იქნეს აღჭურვილი დიაგნოსტიკისათვის საჭირო ყველა ინვენტარითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით არსებული ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად.
კერძო ვეტერინარი სუბიექტი ვალდებულია:
ა) კვალიფიციურად, დროულად და სწორად დასვას დიაგნოზი ცხოველთა სნეულებებზე;
ბ) დაიცვას მუშაობის დროს უსაფრთხოების წესები;
გ) უზრუნველყოს საკვლევი მასალის გაუვნებელყოფა;
დ) თითოეულ ჩატარებულ დიაგნოსტიკურ ღონისძიებაზე აწარმოოს ვეტერინარული ჩანაწარები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ენაზე;
ე) დაიცვას ვეტერინარული ჩანაწერების შენახვის ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი წესი;
ვ) დროულად მიაწოდოს სტატისტიკური მონაცემები ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შესახებ (წელიწადში ორჯერ ექვსი თვის ინტერვალით) შესაბამის სამსახურს;
ზ) განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დადგენის ყველა შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს ან საქალაქო და რაიონულ სამმართველოებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები