დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/29 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 24/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020090000.84.097.016011 |
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს, ასევე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომ – ნუსხა). 2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე: www.rta.gov.ge (შემდგომ – ვებგვერდი). 2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 2. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. სააგენტოს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა და აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების პერიოდულობა განსაზღვრულია ამ წესის დანართით. 2. სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას ამ წესის დანართით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პერიოდულობის დაცვით. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ წესის დანართით განსაზღვრულ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მიწოდებას ამავე დანართით განსაზღვრული პერიოდულობის გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში. მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააგენტოსგან მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: agency@rta.gov.ge. 2. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე წერილობითი განცხადების (შემდგომ – განცხადება) წარდგენის გზით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, მისამართს ან ელექტრონული ფოსტის მისამართს, თუ განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სურს ინფორმაციის მიღება; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, მისამართს ან ელექტრონული ფოსტის მისამართს, თუ განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სურს ინფორმაციის მიღება; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელს მიეცემა გონივრული ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება დარჩება განუხილველი. 5. განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს სააგენტოს ადმინისტრაციული და მომსახურების დეპარტამენტი და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე. არასამუშაო დღეს შემოსული განცხადება რეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს. 6. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, სააგენტოს ადმინისტრაციული და მომსახურების დეპარტამენტი ამ განცხადებას გადასცემს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს. 7. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან. 8. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და ფოსტით ან კურიერის მეშვეობით განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაგზავნით. 9. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სააგენტო, განმცხადებლის თანხმობით, უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით, მათ შორის კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 10. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. 12. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
დანართი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
შენიშვნა: 1. წესის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს. 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტaლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია – წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. წესით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც, სააგენტოს შეფასებით, დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან. 4. თუ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები