დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017915 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 333 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირი, მათ შორის, არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებას, ამ ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, აგრეთვე პირი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში იბრუნებს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის თანხას (რომელიც გათვალისწინებული იყო ნამეტი შემოსავლის გაანგარიშებისას და რომლის დაბრუნების შედეგად წარმოიშობა/იზრდება მიღებული ნამეტი შემოსავალი), ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, №II-042 დანართის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.“; ბ) მე-5 პუნქტის: ბ.ა) „ა.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი: „ა.ვ) სატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი აქციზის და იმპორტის გადასახადის თანხის დაბრუნებით მიღებული ნამეტი შემოსავალი;“; ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მე-6 სვეტში – მიღებული ნამეტი შემოსავლის ოდენობა, რომლის გაანგარიშებაში, სატრანსპორტო საშუალების მიწოდების შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის იმპორტიორისათვის დაბრუნებული თანხა. ამასთან, თუ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის თანხის დაბრუნება არ ხდება სატრანსპორტო საშუალების მიწოდების საანგარიშო პერიოდში, ფიზიკური პირი აღნიშნულ სვეტში ასახავს დაბრუნების შედეგად წარმოშობილი ნამეტი შემოსავლის ოდენობას. ასეთ შემთხვევაში, დეკლარაციის III ნაწილის მე-4 და მე-5 სვეტები არ ივსება;“. 2. 401 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შენიშვნის: ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის აღნიშნულ პირ(ებ)ზე განაწილებისა, ხოლო სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – მის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის აღნიშნულ პირ(ებ)ზე განაწილებისა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან – სადაზღვევო ორგანიზაციისგან მიღებული დივიდენდის განაწილება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები