დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის #370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016984 |
|
„ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის -“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შევიდეს ცვლილებები ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №370 განკარგულებაში: ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის ქუჩისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“; ბ) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი (რუკა) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით; გ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს განკარგულების მე-2 პუნქტი. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები