დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 ნოემბრის #580 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016983 |
|
„ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის – დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 ნოემბრის №580 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 ნოემბრის N580 განკარგულებას დაემატოს I შესახვევის დანართი (რუკა). 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები