დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩისთვის სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016975 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №138 2025 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩისთვის სოლომონ ზალდასტანიშვილის
შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩას მიენიჭოს სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის მომღერლის, თამაზ სეფერთელაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №393 განკარგულება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები