ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016972
135
21/03/2025
ვებგვერდი, 27/03/2025
000000000.00.101.016972
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №135

2025 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე