დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივნისის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.112.016562 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივნისის №9 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი matsne.gov.ge, 26/06/2024 წელი, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016542) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრასპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს უფლებამოსილი სუბიექტი – შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“ გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.“ ბ) დადგენილების მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. 5. შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“ მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. 6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ მიმართვის საფუძველზე. 7. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.“ გ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“-ს საბანკო ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფას.“ დ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. „შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიამ“ ექვს თვეში ერთჯერ უზრუნველყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ საბანკო ანგარიშზე მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები