დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის №168/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 10/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.060.000.22.035.008.585 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.22.035.008.585
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №124/ნ
2006 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2001 წ., №42, მუხლი 320) ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერისა და განადგურების კოორდინაციის მიზნით შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2. დაევალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, უზრუნველყონ სამკურნალო-პროფილაქტიკურ და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესაბამისი კომისიების შექმნა, სათანადო დასკვნების მომზადებისა და სამინისტროში წარმოდგენის მიზნით.
3. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, დედაქალაქის სამკურნალო-პროფილაქტიკურ და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესაბამისი კომისიის შექმნა, სათანადო დასკვნების მომზადებისა და სამინისტროში წარმოდგენის მიზნით“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები