„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016787
14
25/03/2025
ვებგვერდი, 25/03/2025
280010000.35.137.016787
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2025 წლის 25 მარტი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019; 280010000.35.137.016451), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური პაციენტი,  სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება დაუფინანსდება კალენდარული წლის პერიოდში სამჯერადად, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ის ოდენობით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი;

„101. 18 წლის ასაკს ზევით ბენეფიციარებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:

ა) 2000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50%-ით;

ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40%-ით;

გ) 5000 ლარიდან ზევით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგარანტიო ვალდებულება შემცირებული იქნება შესაბამისი პროპორციული რაოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დასრულების დამადასტურებელი  დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში    წარმოდგენის შემდეგ დადგინდება, რომ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების მთლიანი ღირებულებიდან უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა წინასწარი დოკუმენტაციით წარმოდგენილ თანხასთან შედარებით.სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის  დღიდან 1 (ერთი)  თვის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი