დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11409 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016084 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
11409
24/03/2025
ვებგვერდი, 25/03/2025
140080000.42.047.016084
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/03/2025 - 29/01/2026)
|
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 103 მუხლის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 მარტის №82 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები“ თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკა თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული პლანშეტების შემადგენლობის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვროს: |
ა)
სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები/ქვედანაყოფები ან/და მოსამსახურეთა შემადგენლობა, რომელიც ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს; |
ბ)
სპეციალური ფორმის ტანსაცმლის და ატრიბუტიკა-სიმბოლოების კომპლექტაცია, აღწერილობა, მოხმარების პერიოდები (ვადები) და ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის სხვა პირობები. |
| მუხლი 4 |
1.
ამ ბრძანებით დამტკიცებული ნიმუშის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენებამდე, ამავე ბრძანების ამოქმედებამდე შეძენილი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა პრიორიტეტულად იქნეს გაცემული არსებული მარაგების ამოწურვამდე, ხოლო გამოყენება დაშვებულ იქნეს მისი მოხმარების პერიოდის დადგენილი ვადის გასვლამდე. |
2.
სამსახურის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა და სამსახურის შესაბამისმა დანაყოფებმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ერთობლივი კონტროლი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულებაზე. |
| მუხლი 5 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები