„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №540 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №540 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024977
86
24/03/2025
ვებგვერდი, 25/03/2025
040030000.10.003.024977
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №540 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2025 წლის 24 მარტი

 ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №540 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბრის №540 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/12/2017, 040030000.10.003.020249) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შემუშავების უზრუნველყოფა და მისი განხორციელების კოორდინაცია;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახური;“;

ბ) „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე