„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016788
16/2025
25/03/2025
ვებგვერდი, 25/03/2025
010220020.15.008.016788
„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №16/2025

2025 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 09/09/2019, 010220020.15.008.016462):

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დანართის შესაბამისად განისაზღვროს ცესკოს ის სტრუქტურული ერთეულები და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.“.

3. პირველი მუხლით განსაზღვრული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი