„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 46/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/04/2025
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016046
46/ნ
01/04/2025
ვებგვერდი, 02/04/2025
310150000.77.090.016046
„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №46/ნ

2025 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/09/2022, 310150000.77.090.016009) დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების წესის“ დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ტესტირების შედეგები

1. თეორიული ტესტირების შედეგები მოწმდება:

ა) ტესტური დავალების შემთხვევაში – ტესტირების პროგრამით;

ბ) პრაქტიკული დავალების შემთხვევაში – ამისათვის უფლებამოსილი პირის/პირების მიერ.

2. პრაქტიკულ დავალებებში ტესტირების შედეგი დაინტერესებულ პირს ეცნობება 3 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საგამოცდო ოქმის საფუძველზე, სატელეფონო ან/და ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით.

3. დაინტერესებული პირი, წერილობითი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილია გაეცნოს თეორიული ტესტირების საბოლოო შედეგებს, საკვალიფიკაციო ცენტრში.

4. დაინტერესებული პირის მიერ თეორიული ან/და პრაქტიკული ტესტირების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე