დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.024973 |
|
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი“.
|
| მუხლი 2 |
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სსიპ − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ემბლემა, დროშა და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა სიმბოლოები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.
|
| მუხლი 3 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
|
|
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი
|
მუხლი 1
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში − სამსახური) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა განხორციელდეს სამსახურის ადმინისტრაციული შენობების ფასადებსა და ინტერიერში, სამუშაო კაბინეტებსა და აუდიტორიაში, საცერემონიო-სარიტუალო ღონისძიების ადგილზე, სამსახურებრივ მოწმობებსა და ბლანკებზე, ლუქებზე, ნაბეჭდ პროდუქციასა და ელექტრონულ მასალებზე, სამსახურის ვებგვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე, საინფორმაციო-სარეკლამო და სხვა სამსახურებრივ ვიდეომასალაზე, ბანერებსა და აბრებზე, სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, სამსახურებრივ ინვენტარსა და ბრენდირებულ პროდუქციაზე, სამსახურის უწყებრივ ჯილდოებსა და სავიზიტო ბარათებზე, სანებართვო მოწმობებსა და საშვებზე. 2. დაუშვებელია სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დაზიანება, არამართლზომიერი და თვითნებური სახეცვლილება, არასამსახურებრივი მიზნით, დაზიანებული სახით ანდა სხვა ისეთი ფორმით გამოყენება, რომელიც ლახავს სამსახურის პატივსა და ღირსებას. 3. სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად შეიძლება, განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის“ შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები