დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024972 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებაში (სსმ III, №80, 06/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს პატენტრწმუნებულთა (შემდგომში − პატენტრწმუნებული) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება, პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის გაცემა, პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოება, პატენტრწმუნებულის მოწმობის გაცემა და სპეციალური მოსამზადებელი კურსის დანერგვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამისთვის საჭირო კურსების დანერგვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 62 მუხლს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოებისა და პატენტრწმუნებულის მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;“. 4. 65 მუხლს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“, „გ2“ და „გ3“ ქვეპუნქტები: „გ1) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფა და საგამოცდო კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში მონაწილეობა, აგრეთვე სპეციალური მოსამზადებელი კურსის ორგანიზების უზრუნველყოფა; გ2) პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამისთვის საჭირო კურსების ორგანიზების უზრუნველყოფა; გ3) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა;“. 5. 66 მუხლს „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) პატენტრწმუნებულთა რეესტრში პირის რეგისტრაციის უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტით განსაზღვრული 65 მუხლის „გ2“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტით განსაზღვრული 65 მუხლის „გ2“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები