დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ “სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 337 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 17/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.008.577 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.577
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №337
2006 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის № 386 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №116, მუხ. 1277) დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
,,მუხლი 51. ანგარიშსწორების სპეციალური მოთხოვნები
1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონზე გასატანი ტყეკაფების გამოყოფა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დაუშვებელია ამ მიზნით კერძო დაფინანსების გამოყე-ნება.
2. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი აუქციონის შედეგების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში, სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე, ვალდებულია შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ მოპოვებული ხე-ტყის რესურსის ტყეკაფების გამოყოფისათვის გაწეულ ხარჯებს.
3. ტყით მოსარგებლეს ტყეკაფი გადაეცემა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და ტყეკაფის გამოყოფისათვის გაწეული ხარჯების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები