დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 25/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.55.067.016204 |
|
,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ
– საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები ჩამოყალიბდეს თანდართული სახით:
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები
*1 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა, კაიაკისა; *2 – არ მოეთხოვება, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე არ იმყოფება ადამიანი; *3 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა; *4 – სატრანსპორტო საშუალება Lн ≤ 6 მ-მდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლმაქრით, იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე დამონტაჟებულია სტაციონარული შიგაწვის ძრავა, რომელსაც აქვს თანდართული საწვავის ავზი ან საწვავის გამოყენებით სამზარეულო/გათბობის მოწყობილობები ან მუდმივად დამონტაჟებული საწვავის ავზი ძრავას ტიპის მიუხედავად; *5 – როდესაც ბორტზე დამონტაჟებულია საწვავის გამოყენებით სამზარეულო/გათბობის მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლმაქრით; *6 – არათვითმავალ მცურავ საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ: საწვავის გამოყენებით, სამზარეულო/გათბობის ან სხვა მანქანა-მექანიზმების დამონტაჟებული მოწყობილობები და შიდა განყოფილებები, აგრეთვე ელექტრომოწობილობები, მოეთხოვებათ შესაბამისი ცეცხლის კლასის მქონე ცეცხლმაქრი; *7 – საკომუნიკაციო საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარ კორპუსში შეფუთული და ექსპლუატაციის პერიოდისათვის საკმარისი მუხტით უზრუნველყოფილი მობილური ტელეფონი; *8 – იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად არის დამონტაჟებული სხვადასხვა სახის მანქანა-მექანიზმები და საჭიროებენ პერსონალის მომსახურებას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1 ცალი პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებით წყალგაუმტარ შეფუთვაში; *9 – შეზღუდული ხილვადობის პირობებში და მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლის პერიოდში, სანავიგაციო, სასიგნალო შუქებისა და განათების მოწყობილობების გარეშე, მცურავი საშუალებების ექსპლუატაცია აკრძალულია. Lн ≤ 6 მ სიგრძის მცურავ საშუალებებზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი თეთრი ფერის ფანარი (შუქურა) განათების მოწყობილობებით, რომლის დანახვაც შესაძლებელია ყველა მხრიდან. Lн > 6 მ რეკომენდებულია მარცხენა ბორტზე წითელი ფერის ნათურა, მარჯვენა ბორტზე – მწვანე ფერის ნათურა, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს თეთრ შუქზე ქიმის ცენტრში, მინიმუმ 1 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ბორტის ნათურებიდან. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები