დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 25/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016203 |
|
,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (შემდეგში ,,წესი“) შეტანის იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის პირველი მუხლის: ა.ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების (შემდეგში – სატრანსპორტო საშუალება) რეგისტრაციის პროცედურას, რეგისტრაციის პირობებს, სატრანსპორტო საშუალებების შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრის (შემდეგში – რეესტრი) წარმოების წესს და დასარეგისტრირებელ მონაცემთა ჩამონათვალს, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, დაკარგული ან დაზიანებული სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლას დუბლიკატის გაცემის წესსა და რეგისტრაციის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლებს.“ ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე უარის თქმა და რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“ ა.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სააგენტოს გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციაზე ან რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების შეტანაზე, აგრეთვე რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ბ) წესის მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) გირავნობის ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საჭიროების შემთხვევაში);“ დ) წესის V თავი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები