მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №1 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი გ-35. 3525078001
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016047
გ-35. 3525078001
19/03/2025
ვებგვერდი, 21/03/2025
000000000.00.153.016047
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №1 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება გ-35.3525078001

2025 წლის 19 მარტი

ქ. მცხეთა

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის  1 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ და „დ1“ პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (2025 წლის 24 თებერვლის კომისიის სხდომის ოქმი №45 - დან ამონაწერი) საფუძველზე:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – №1 ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის სახელი.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  გიორგი ელოშვილი