„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 თებერვლის N03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016432
09
20/03/2025
ვებგვერდი, 21/03/2025
010250050.35.115.016432
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 თებერვლის N03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2025 წლის 20 მარტი

დაბა ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 თებერვლის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20-ე მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025 წლის 20-თებერვლის №03  დადგენილებით დამტკიცებულ   წესში   შემდეგი სახით:

1. დადგენილებით დამტკიცებული  წესის მე-2-ე მუხლის „გ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2.  წესის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,„4.აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი, პური, სუნელები და სანელებლები) გარე ვაჭრობა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი