დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 20/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.17.010.016116 |
|
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით (სსმ, 24.02.2012) დამტკიცებულ „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების წესი 1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და მაძიებლის განცხადება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მიღების თაობაზე. 2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია) და მოთხოვნა ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე. 3. განცხადების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნუმერაციის რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 4 .სრულყოფილი განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ გადასახდელი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ყოველწლიური საფასურის ოდენობა და გადახდის წესი. 5. კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში, გარდა ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. ამ წესების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ კომისიაში სრულყოფილი განცხადების წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში. 7. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ნუმერაციის რესურსზე ერთდროულად შემოსულია ორი ან მეტი განცხადება, უპირატესობა მიენიჭება პირველად შემოსულ განაცხადს.“. 2. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წინამდებარე წესების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ნუმერაციის იმ რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის თაობაზე, რომელიც მოითხოვა ნუმერაციის რესურსის მაძიებელმა;“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები