„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016425
5
28/03/2025
ვებგვერდი, 28/03/2025
010260030.35.168.016425
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2025 წლის 28 მარტი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 18/04/2018 წ., 010260030.35.168.016255)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ პირველი და მეორე შვილი, ხოლო ტყუპით პირველი და მეორე მშობიარობის შემთხვევაში  ყველა ბავშვი, 200 ლარს კი  უნაღდო ანგარიშსწორებით  ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით, ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად.  ბენეფიციარის  დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულება წარმოადგენს  ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის  ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით. ქვეპროგრამით  სარგებლობა შესაძლებელია, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.“.

2. მე-11  მუხლს  დაემატოს მე-6 პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

„6. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ბინის (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობა, ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში განახორციელოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის  დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“.

3. მე-12 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 წლის და 100  წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეებს მიეცეთ წელიწადში  ერთხელ   ფინანსური   დახმარება  1000 ლარის ოდენობით.“.

4. მე-13  მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ბინის (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობა, ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში განახორციელოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“.

5. 161  მუხლს  დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ბინის (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობა, ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში განახორციელოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“.

6. 164 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ბინის (საცხოვრებელი ფართის) ქირავნობა, ქირავნობის ხელშეკრულების მომზადება და რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში განახორციელოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“.

7. მე-18  მუხლის  მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ წესის მე-5, 5​ 1, 5​ 2, 5​ 3, 7​ 1 , მე-11 და  მე-12 მუხლების, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის 9 პუნქტის, 14​ 1 მუხლის, მე-15 მუხლის, 16​ 1 მუხლის და 16 4 მუხლის გარდა, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი