დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისი N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016064 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომლითაც წარმოდგენილია სოფელ ლევიტანაში არსებული მე-5 ქუჩის მე-2 ჩიხს ზუსტ გეოგრაფიულ მდებარეობა, კოორდინატები და საკადასტრო ნახაზი. ირკვევა, რომ სოფელ ლევიტანაში „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისი N82 განკარგულებით ქუჩების დამისამართებისას გამორჩენილია მე-5 ქუჩის მე-2 ჩიხი და საჭიროა შესაბამისი ცვლილება.
იქედან გამომდინარე, რომ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად: 1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულების 37-ე პუნქტით დამტკიცებული №37 დანართი შეიცვალოს ახალი №37 დანართით (დანართი თან ერთვის 2 ფურცლად). 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები