გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016062
46
14/03/2025
ვებგვერდი, 20/03/2025
000000000.00.148.016062
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №46

2025 წლის 14 მარტი

ქალაქი გორი

 

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში არსებული №1 ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის სახელის მინიჭების თაობაზე. ამასთან, №1 ქუჩის შვიდ შესახვევს და ასევე შვიდ ჩიხს შესაბამისად ეწოდოს დიმიტრი ყიფიანის ქუჩის I , II , III , IV, V, VI და VII შესახვევი და I , II , III , IV, V, VI და VII ჩიხი.

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებულ №40 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №1 ქუჩას ეწოდოს დიმიტრი ყიფიანის სახელი, №1 ქუჩის შვიდ შესახვევს და ასევევ შვიდ ჩიხს შესაბამისად ეწოდოს დიმიტრი ყიფიანის ქუჩის I , II , III , IV, V, VI და VII შესახვევი და I , II , III , IV, V, VI და VII ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე