გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016061
45
14/03/2025
ვებგვერდი, 20/03/2025
000000000.00.148.016061
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 45

2025 წლის 14 მარტი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  შემოსულია  საკრებულოს წევრის – ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში არსებული №3  ქუჩისთვის ძელი სახელწოდების გადარქმევის და  ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის ელისაბედ ჩერქეზიშვილის  სახელის მინიჭების თაობაზე. ამასთან,  №3 ქუჩის I ჩიხს შესაბამისად, ეწოდოს ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქუჩის I ჩიხი.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის  2025 წლის  24 თებერვლის №45  სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის  №82  განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის  სოფლებში  არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“   დამტკიცებულ  №36 დანართში  არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №3 ქუჩას ეწოდოს  ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელი, №3 ქუჩის I ჩიხს შესაბამისად ეწოდოს ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქუჩის I ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          დავით რაზმაძე