გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016060
44
14/03/2025
ვებგვერდი, 20/03/2025
000000000.00.148.016060
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №44

2025 წლის 14 მარტი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის – ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში არსებული №1 ქუჩისთვის ძელი სახელწოდების გადარქმევის და მწერალის, პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ანტონ ფურცელაძის სახელის მინიჭების თაობაზე. ამასთან, აღნიშნულ №1 ქუჩის ორ შესახვევს და ოთხ ჩიხს შესაბამისად ეწოდოს ანტონ ფურცელაძის №1 ქუჩის I და II შესახვევი და I, II , III და IV ჩიხი

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებულ №2 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №1 ქუჩას ეწოდოს ანტონ ფურცელაძის სახელი, №1 ქუჩის ორ შესახვევს და ოთხ ჩიხს შესაბამისად ეწოდოს ანტონ ფურცელაძის №1 ქუჩის I და II შესახვევი და I, II , III და IV ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                დავით რაზმაძე