გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016059
43
14/03/2025
ვებგვერდი, 20/03/2025
000000000.00.148.016059
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №43

2025 წლის 14 მარტი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის – დავით რაზმაძის ინიციატივა ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის, არქიმანდრიტის მამა სოგრატი (სეხნო) ჭულუხაძის სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: გზის – მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 227 მ; კოორდინატები – საწყისი X=425639.6668 Y=4650172.2732; საბოლოო X=425617.7063 Y=4647302.9256. გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება გრუნტის გზა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები, გვერდწითელის ქუჩა, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.05.760 66.45.05.550; ჩიხი №1, ჩიხი № 2; დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.05.533 66.45.05.513; ჩიხი №3. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 თებერვლის №45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

1. ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ უსახელო ქუჩას, რომლის კორდინატებია: გზის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 227 მ; კოორდინატები – საწყისი X=425639.6668 Y=4650172.2732; საბოლოო X=425617.7063 Y=4647302.9256. გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება გრუნტის გზა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები, გაბრიელ გვერდწითელის ქუჩა, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.05.760 66.45.05.550; ჩიხი №1, ჩიხი №2; დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები – 66.45.05.533 66.45.05.513; ჩიხი №3 ეწოდოს სოგრატი ჭულუხაძის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               დავით რაზმაძე