დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016056 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №34
2025 წლის 14 მარტი
ქალაქი გორი
„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა მერს, „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებით სოფელ ახალუბანში სახელდებული №13 ქუჩის მოხაზულობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
იქედან გამომდინარე, რომ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად:
1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №2 დანართი შეიცვალოს ახალი №2 დანართით (დანართი თან ერთვის 2 ფურცლად).
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები