ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე N44 ქუჩისათვის „ირაკლი ბაქანიძის“ სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე N44 ქუჩისათვის „ირაკლი ბაქანიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016038
10
14/03/2025
ვებგვერდი, 20/03/2025
000000000.00.113.016038
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე N44 ქუჩისათვის „ირაკლი ბაქანიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება10

2025 წლის  14 მარტი 

. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე №44 ქუჩისათვის ,,ირაკლი ბაქანიძის“ სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გადაწყვიტა:

მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე №44 ქუჩას ეწოდოს „ირაკლი ბაქანიძის“ ქუჩა თანდართული რუკის თანახმად.

მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ. №14).

მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                დავით დარჩია